ბლოგი

ინვერტორული და არაინვერტორული კონდიციონერები – რას ნიშნავს და როგორ შევარჩიოთ?

დღეს სახლისა თუ ოფისის გაგრილება გამორჩეულად აქტუალური თემაა, განსაკუთრებით, ზაფხულის ცხელ დღეებში. კონდიციონერის შეძენისას, ერთ-ერთი პირველი კითხვა, რასაც მომხმარებელი წააწყდება, არის: ინვერტორული თუ არაინვერტორული?

ეს ტერმინები ბევრისთვის მხოლოდ ტექნიკური ჟარგონია, თუმცა სინამდვილეში ისინი მნიშნელოვან გავლენას ახდენენ ენერგომოხმარებაზე, კომფორტზე, ეკონომიურობაზე და თვით კონდიციონერის გამძლეობაზეც კი.

ამ ბლოგში დეტალურად განვიხილავთ რა არის ინვერტორული და არაინვერტორული კონდიციონერები, რა პრინციპით მუშაობენ ისინი და როგორ ავარჩიოთ ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტი.

რა განსხვავებაა ინვერტორულ და არაინვერტორულ კონდიციონერებს შორის?

მთავარი განსხვავება ამ ორ ტიპს შორის მათ კომპრესორშია, ეს ის ნაწილია, რომელიც გაგრილებისა და გათბობის პროცესს უზრუნველყოფს.

  • არაინვერტორული კონდიციონერი – მუშაობს ერთ კონკრეტულ სიჩქარეზე. ანუ, როდესაც ოთახის ტემპერატურა მოიმატებს, ის ჩაირთვება და სრული სიმძლავრით იმუშავებს მანამ, სანამ სასურველ ტემპერატურას მიაღწევს. შემდეგ გამოირთვება და ელოდება, სანამ ტემპერატურა ისევ მოიმატებს. შესაბამისად ის მუდმივად “ჩართვა-გამორთვის” რეჟიმში მუშაობს.
  • ინვერტორული კონდიციონერი – მუდმივად ჩართულია, მაგრამ მისი კომპრესორი არ მუშაობს ერთ სიჩქარეზე, ის ავტომატურად არეგულირებს მუშაობის ინტენსივობას, იმის მიხედვით, რამდენად უნდა გაგრილდეს (ან გათბეს) სივრცე. ანუ, როდესაც სასურველ ტემპერატურას მიაღწევს, უბრალოდ ამცირებს სიმძლავრეს და იმ მდგომარეობაში აგრძელებს მუშაობას.

როგორია ინვერტორული კონდიციონერის უპირატესობები?

  • ენერგოეფექტურობა – ინვერტორული მოდელები გაცილებით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ. მათი ტექნოლოგია საშუალებას აძლევს კომპრესორს არ დახარჯოს ზედმეტი ენერგია მუდმივი ჩართვა / გამორთვის რეჟიმში. შედეგად ვიღებთ მეტ დაზოგილ თანხას ელექტროენერგიაზე.
  • სტაბილური ტემპერატურა – ინვერტორული კონდიციონერი შენარჩუნებულ ტემპერატურას უზრუნველყოფს მეტი სიზუსტით. ანუ არ ხდება სივრცის გადაცივება ან გადახურება, რაც ხშირად ხდება არაინვერტორულ მოდელებთან.
  • ნაკლები ხმაური – რადგან ინვერტორული კონდიციონერი არ ირთვება და ითიშება ხმაურიანად, ის მუშაობს ჩუმად და შეუმჩნევლად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საძინებლებსა თუ ოფისებისათვის.
  • ხანგრძლივი ექსპლუატაცია – მუდმივი ჩართვა – გამორთვისგან თავის არიდება, აძლევს სისტემას საშუალებას უფრო დიდხანს იმუშაოს და ნაკლები ცვეთით.
  • უკეთესი გათბობის შესაძლებლობა ზამთარში – ინვერტორული მოდელები გაცილებით ეფექტურად ათბობენ სივრცეს ცივ ამინდში, ვიდრე არაინვერტორული სისტემები.

ღირს თუ არა საერთოდ არაინვერტორული კონდიციონერის შეძენა ?

რათქმაუნდა, მათაც აქვთ თავისი პლიუსები და კონკრეტულ შემთხვევებში შესაძლოა უკეთესიც იყოს:

  • დაბალი ფასი – არაინვერტორული მოდელები უფრო იაფია, რაც მათ მიმზიდველს ხდის ბიუჯეტური არჩევანის დროს.
  • მარტივი შენახვა და მომსახურება – მარტივი ტექნოლოგიის გამო, მათი შეკეთება ან ნაწილების გამოცვლა გაცილებით ხელმისაწვდომია.
  • მცირე დროით გამოყენებისთვის მისაღებია – თუ კონდიციონერს იშვიათად იყენებთ, მაგალითად, მხოლოდ შაბათ-კვირას აგარაკზე, შეიძლება არაინვერტორული მოდელი იყოს საკმარისი.
როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი?
რა შეიძლება გაითვალისწინოთ დამატებით?
  • ბრენდი და სერვისი: ცნობილ ბრენდებს, როგორიცაა Midea, Bosch, LG, Samsung, ხშირად აქვთ უკეთესი მომსახურება და გარანტიები.
  • SEER და SCOP მაჩვენებლები: ისინი მიუთითებენ მოწყობილობის ეფექტიანობაზე როგორც გაგრილების, ისე გათბობის დროს. რაც მაღალია ეს მაჩვენებლები, მით უკეთესია.
  • Wi-Fi კონტროლი და სმარტფუნქციები: თანამედროვე ინვერტორული კონდიციონერები ხშირად გვთავაზობენ წვდომას მობილური აპლიკაციით, რაც ზრდის მოხერხებულობას.

დასკვნა

ინვერტორული და არაინვერტორული კონდიციონერები ერთმანეთისგან პრინციპულად განსხვავდებიან, და თითოეულს აქვს თავისი უპირატესობა კონკრეტულ სიტუაციებში. თუ გსურთ ენერგოეფექტურობა, კომფორტი და ხანგრძლივი მოხმარება – ინვერტორული კონდიციონერი საუკეთესო არჩევანია. ხოლო თუ ბიუჯეტი შეზღუდულია ან სისტემის იშვიათად გამოყენებას აპირებთ – არაინვერტორული მოდელი შესაძლოა იყოს სრულიად საკმარისი. რაც არ უნდა აირჩიოთ, მთავარია შეარჩიოთ მოდელი, რომელიც ყველაზე კარგად შეეფერება თქვენს სივრცეს, საჭიროებებსა და ცხოვრების სტილს.